
ლაგოდესი მერი ჯონდო მდივნიშვილი სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ პირველ განმარტებას აკეთებს.
მერმა აღნიშნა, რომ ყველაფერს იუმორით უყურებს და მედალს ორი მხარე აქვს.
"არ არის ისეთი საინტერესო, როგორი აჟიოტაჟიც მოჰყვა ამ თემას. როგორ იყო, როგორ მოხდა, ფოტოშოფია თუ ის არის, თუ ეს არის კომენტარს არ ვაკეთებ, თუმცა ნახეთ, რომ გუშინ მთელი მსოფლიო შემოვიარე. თუ ვინმეს ასეთი ინტერესი გაუჩინა ამ ფოტოს ან სხვა შემდგომ უკვე განთავსებულმა ფოტოშოფებმა შეუძლიათ მოიკითხონ მუნიციპალიტეტის მერი. არ მინდა კომენტარი გავაკეთო ისეთ თემაზე რაც წვრილმანია და რაც ძალიან სასაცილოა", - განუცხადა ტელეკომპანია "პირველს" მდივნიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე