თამთა ჩაჩანიძე
08.02.2020

„ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოში ახალი არაფერია. ჩინეთში, რა თქმა უნდა, კვლავ ზრდა არის, დღესაც 3500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ არც ისე რადიკალურად", - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 723-მდე გაიზარდა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ბოლო 24 საათში, ვირუსით 86 ადამიანი დაიღუპა და დაინფიცირების სამი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 34 546 ადამიანია ინფიცირებული.

გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრებზე კორონავირუსთან დაკავშირებით კონტროლო გრძელდება, მგზავრებთან საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობა და დამატებითი საჭირო ღონისძიებები ტარდება.

„ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოში ახალი არაფერია. ჩინეთში, რა თქმა უნდა, კვლავ ზრდა არის, დღესაც 3500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ არც ისე რადიკალურად. ყველაზე დიდი ზრდა - ახალი 60-მდე შემთხვევა - იაპონიაში საკრუიზო გემზე იყო, ახლა კი 4 ახალი შემთხვევა საფრანგეთში.

„აეროპორტებში, სახმელეთო თუ სხვა საზღვრებზე იგივე ღონისძიებები გრძელდება, ანუ ჩინეთიდან შემოსული ადამიანების თერმოსკრინინგი,საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა და დაკვირვება გრძელდება.

„სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ჩინეთიდან შემოსული ადამიანების რაოდენობა იკლებს, არა მხოლოდ ჩინელების, არამედ სხვა მოქალაქეების, ვინც ჩინეთში იმყოფებოდა. ყოველდღიური ინფორმაციით უფრო ნაკლებია მათი რიცხვი", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, ქვეყანაში 9 თებერვალს დუბაის გავლით დაბრუნდება. გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ მოქალაქეებს იგივე პროცედურა ჩაუტარდებათ, რაც ჩინეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე ხორციელდება.

„ამ სამ მოქალაქეზეც იგივე გეგმაა, რაც ჩინეთიდან შემოსულ ადამიანებზე ხორციელდება, ანუ ეზომებათ ტემოერატურა, შესაბამისი ბუკლეტი ეძლევათ, რომ თუ 14 დღის განმავლობაში იქნა ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად მიმართონ ინფექციურ საავადმყოფოს. იგივე რეკომენდაციებია საქართველოს მოქალაქეებზეც და სხვებზეც, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×