რეზონანსი
08.02.2020

მოდით დედაჩემის სახელით თითო ადამიანს დავეხმაროთ და არ დავუშვათ რაც დედას დაემართა ისეთი შედეგით დამთავრდეს მათი ცხოვრება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ფრანგულიშვილის შვილმა მარიამ იორამიშვილმა დაწერა.

"ნინო 24 წელი დედა იყო, 2 წელი კი მე ვბანდი, მე ვუცვლიდი, მე ვუშრობდი თმას, რომ ვერ იძინებდა ვუმღეროდი და ისე ვაძინებდი. არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, რასაც მე განვიცდი ბნელ ოთახში შემთხვევით შესვლისას ნამტირალევი მამის დანახვის დროს, არ არსებობს იმაზე დიდი ტანჯვა როგორც მე ეს ამბავი მტანჯავს, მაგრამ ვიაზრებ, რომ ახლა მაქვს პასუხისმგებლობა დავეხმარო ჩემს ოჯახს და ცოტა მაინც დავეხმარო ადამიანებს რომლებიც თანხის არ ქონის გამო ვერ მკურნალობენ და ტანჯვასაც კი ვერ იმსუბუქებენ.

მეგობრებო, ჩემო კეთილო ადამიანებო, მოდით ამ ჯგუფის მეშვეობით დედაჩემის სახელით თითო ადამიანს დავეხმაროთ და არ დავუშვათ რაც დედას დაემართა ისეთი შედეგით დამთავრდეს მათი ცხოვრება.

დამიჯერეთ ჩემთვის აქ შემოსვლა და ამის განცხადება ძალიან რთულია, მაგრამ მინდა დედაჩემის სახელით ბევრი სიკეთე გავაკეთო და პატარა წვლილი შევიტანო ადამიანების გადარჩენაში, თუნდაც ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქებაში.

მოდით ყველა ერთად დავდგეთ მათ გადასარჩენად როგორც ეს დედაჩემისთვის ხდებოდა. პირველ რიგში შევეცადოთ ამ ჯგუფში ხალხის მომატებას რათა არ დავუშვათ კიდევ ერთი ან ბევრი ლამაზი სიცოცხლის წასვლა ამ ქვეყნიდან.

ყოველდღე გაგაცნობთ ახალ ადამიანს, რომელსაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება, დავდებ სრულ დოკუმენტაციას (ფორმა 100, კალკულაცია) და პირველ რიგში სადამდეც შემეძლება ნინოს სახელით მეც დავეხმარები მათ.

გთხოვთ დამიჭიროთ მხარი ამ კეთილი იდეის განხორციელებაში" - წერს მარიამ იორამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×