რეზონანსი
08.02.2020

სულ მაინტერესებ რას აკეთებს ეს ხალხი, მაგალითად მუზეუმის თანამშრომელზე მეტს? - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში დაწერა. გიორგი კალანდია „აიპრესის" სტატიას გამოეხმაურა, სადაც საუბარი სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებაა.

„სულ მაინტერესებ რას აკეთებს ეს ხალხი იმაზე მეტს (და არა მარტო ესენი) რასაც აკეთებს თავისი ქვეყნისთვის მაგალითად მუზეუმის თანამშრომელი და უფრო კონკრეტულად რესტავრატორი!? რატომ აქვს რესტავრატორს, რომელიც ქვეყანას მილიონების ქონებას უნარჩუნებს სამარცხვინო ხელფასი?! სულ მაინტერესებს და პასუხი ვერასოდეს ვერ მივიღე" - წერს გიორგი კალანდია.

„სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 7000 ლარს. 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მას დანამატის და პრემიის სახით ანაზღაურება არ მიუღია." - საინფორმაციო სააგენტო "აიპრესმა" ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატიდან გამოითხოვა.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×