
ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი და მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალ წიგნზე მუშაობს.
ჩარკვიანის თქმით, მისი მორიგი, ახალი წიგნი ინგლისური ენის სწავლებაზე იქნება.
"აქ, ფეისბუკზე და პირადი შეხვედრებისას ხშირად მეკითხებიან, შევძლებ თუ არა ინგლისურში მოსწავლეების აყვანას. სამწუხაროდ, უნდა გაგიმხილოთ, რომ 2005 წლიდან გამოვემშვიდობე საქმეს, რომელსაც 40 წელზე მეტი დიდი აზარტითა და ინტერესით ვაკეთებდი. თუმცა ამ წლებს, პროფესიულ გამოცდილებას და საინტერესო ეპიზოდებს ამაოდ არ ჩაუვლია. ჩემი ახალი წიგნი, რომელზეც ამ წუთას ვმუშაობ, სწორედ ინგლისურის სწავლა-სწავლებაზე იქნება. მალე: გელა ჩარკვიანის "ENGLISH: როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი", - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე