რეზონანსი
09.02.2020

მსახიობმა ჯეკი ჩანმა განაცხადა, რომ მეცნიერს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებს, 1 მილიონი იუანით დააჯილდოვებს. ეს დაახლოებით 400 000 ლარია. მან განცხადება ჩინურ სოციალურ ქსელში - weibo - გააკეთა.

„მე მზად ვარ ყველაფრისთვის", - წერს დაავადების გავრცელებით შეშფოთებული ჩანი.

მსახიობი მზად არის, ჩინეთში დიდი რაოდენობით დამცავი ნიღბები და ტანისამოსი გააგზავნოს. რომ როგორმე დაეხმაროს თავის ხალხს. მას მიაჩნია, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა საყოველთაოა და არ შეიძლება, განზე გადგე.

ჯეკი ჩანი მიიჩნევს, რომ ის ჩვეულებრივი მოქალაქესავით იქცევა და თანხას, რომელსაც მსახიობი მეცნიერებს სთავაზობს, „მოკრძალებულს" უწოდებს. ჰოლივუდის ვარსკვლავი იმედოვნებს, რომ ეს დააჩქარებს პრობლემის გადაჭრის პროცესს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×