ია აბულაშვილი
09.02.2020

„ხელისუფლებას, რომელსაც სურს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, რჩება მხოლოდ ერთი რამ - მაქსიმალურად გამოიყენოს რეპრესიული მანქანა. ასე რომ, ირაკლი შოთაძე შემთხვევით არ ბრუნდება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე“, - ასე ეხმიანება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ირაკლი შოთაძის დაბრუნებას გენერალურ პროკურორად. შოთაძე საპროკურორო საბჭომ 17 კანდიდატიდან შეარჩია, პარლამენტმა კი უახლოეს დღეებში მისი კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.

„უგულავა არ გამორიცხავს, რომ დაიჭერენ, მაგრამ ამბობს, რომ არ ეშინია. მალე მერაბიშვილი გამოდის ციხიდან და თუ ეყოლება მხარდამჭერები, გააგრძელებს თავისი გეგმების განხორციელებას.  სააკაშვილმა უკვე დააანონსა, რომ შტაბს ხსნის. რამდენად შეძლებს თავისი გეგმების განხორციელებას, ვერ გეტყვით, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის და პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ვერ ჩაერთვება. ალბათ, მხოლოდ აშინებს ხელისუფლებას.

„მოკლედ, დიდი ბრძოლა იწყება, „ოცნებას“ კი ძალიან სჭირდება გამარჯვება. მმართველ გუნდს, რომელსაც სურს, შეინარჩუნოს ძალაუფლება იმ ფონზე, როდესაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, რჩება ერთადერთი რამ - მაქსიმალურად გამოიყენოს რეპრესიული მანქანა ოპოზიციის დასაშინებლად.

„ასე რომ, შოთაძე შემთხვევით არ ბრუნდება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. მას აქვს კონკრეტული დავალება და გააგრძელებს რეპრესიებს პროკურატურის სახელით. მაგრამ ვნახოთ, რა გზავნილებით დაბრუნდება ვაშინგტონიდან პარლამენტის  თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და რას მოახსენებს ივანიშვილს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×