რეზონანსი
10.02.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2012 წელს არჩევნებში მისი გუნდის მარცხს ვანო მერაბიშვილის შეცდომებს უკავშირებს.

„მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად”, - განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

სააკაშვილმა მერაბიშვილს ურჩია ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკაში ჩართვის ნაცვლად, ოჯახით დატკბეს და იმოგზაუროს.

„ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა, აიფონი არ არსებობდა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×