თამთა ჩაჩანიძე
10.02.2020

ჩინელმა ექიმმა, რომელმაც პირველად დეკემბრის ბოლოს მსოფლიო კორონავირუსის შესახებ გააფრთხილა და რომელსაც გაჩუმება მოსთხოვეს, ამავე ვირუსით პარასკევს გარდაიცვალა, ინფორმაცია საავადმყოფოს ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე,  მან ამერიკელ ჟურნალისტებს კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გაუმხილა.

34 წლის ექიმის ლი ვენლიანგის გარდაცვალებამ, სოციალურ ქსელში დიდი მწუხარება და ამავე დროს საზოგადოების დიდი გაბრაზება გამოიწვია, სოციალურ მედიაში კომენტარებში საზოგადოება ჩინეთის ხელისუფლებისაგან პირადად ექიმისა და მისი ოჯახის მისამართით ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.

გასული წლის დეკემბერში ექიმმა ვენლიანგმა ჩინურ სოციალურ ქსელში "WeChat"-ზე დაწერა, რომ ვუხანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზრობიდან უცნობი ვირუსით რამდენიმე პაციენტი დაინფიცირდა, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ, მისივე თქმით, აღნიშნული ვირუსი 2003 წელს ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის მსგავსი იყო, რომელმაც ხუთი თვის განმავლობაში ჩინეთში დაახლოებით 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებით ინტერნეტით ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, ზომები გაამკაცრა, ერთი პიროვნება დააპატიმრეს, რამდენიმე ადამიანმა კი პოლიციისგან გაფრთხილება მიიღო, გაფრთხილებულთა კი ექიმი ვენლიანგიც იყო.

ექიმი ლი პოლიციაშიც კი დაიბარეს, სადაც ხელწერილი დააწერინეს "ინტერნეტ სივრცეში ჭორების გავრცელებასა" და "წესრიგის დარღვევაზე". ექიმი იანვრის შუა რიცხვებში საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო პირველ თებერვალს კი კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა, მოგვიანებით კი ჩინეთის ხელისუფლებამ მას აღნიშნულის გამო მოუბოდიშა.

იგი გარდაცვალებამდე "ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ პაციენტისგან დაინფიცირდა და აქედან დაასკვნა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა.

ამბობდა, რომ მან ჩინურ სოცქსელის მეშვეობით ხალხი გააფრთხილა, რათა ინფექციისგან თავი დაეცვათ, მისი თქმით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულები უკვე კარანტინში იმყოფებოდნენ და მკურნალობდნენ.

მისი თქმით, ვირუსთან დაკავშირებით ექიმებს შორის დისკუსიები იმართებოდა, რომ შესაძლოა 2003 წლის კორონავირუსი SARS-ი დაბრუნდა და ამისთვის დამცავი ზომები უნდა გაეტარებინათ. მისივე აზრით, ასეთ დროს ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება, გამჭვირვალობა უკეთესია.

მისი თქმით როდესაც პოლიციამ "ჭორების გავრცელებაში" დაადანაშაულა, უსამართლობის შეგრძნება გაუჩნდა, რადგან იგი კარგი განზრახვით მოქმედებდა. იგი ჩინელ ექიმს ხველა 10 იანვარს განუვითარდა და იმედი ჰქონდა, რომ სრულ განკურნებას 15 დღე დასჭირდებოდა და ეპიდემიასთან ბრძოლაში მედიკოსებს შეუერთდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ ექიმი ლი ვენლიანგი კორონავირუსს ემსხვერპლა, იგი 7 თებერვალს გარდაიცვალა.

გუშინ, ერთი დღის მანძილზე ჩინეთში, ახალი კორონავირუსით 97 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მთლიანობაში, დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის კი ვირუსით დაინფიცირების 40171 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×