
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. მან ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია. ხათუნა თვეებია ისრაელში მკურნალობს. დიაგნოზი საკმაოდ მძიმეა - მარჯვენა ფილტვის სიმსივნე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ოჯახმა სრულიად შემთხვევით გაიგო, როდესაც ძლიერი ხველის შემდეგ ექიმს მიმართეს.
ჟორდანიასთან ერთად ისრაელში ხშირად არიან მისი უფროსი ქალიშვილი ნინი ქარსელაძე, მეუღლე და მეგობრები. ამჯერად, ხათუნა საქართველოშია განსაკუთრებული მიზეზით - 9 თებერვალს მომღერალმა დაბადების დღე აღნიშნა.
წვეულებაზე ხათუნა ჟორდანიას საყვარელი ადამიანები, მეგობრები და ცნობილი ხელოვანები შეიკრიბნენ.
ამბები


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე