რეზონანსი
10.02.2020

(რეზონანსი) ირლანდიურმა ავიაკომპანია „რეინეარმა" სოციალურ ქსელში (ინსტაგრამ სთორიზე) გამოკითხვა წამოიწყო, რომლითაც არკვევს სად სურს მოგზაურობა 2020 წელს მისი მიმდევრების უმეტესობას.

ქალაქები ერთმანეთის საპირწონედ ერთ ფოტოზეა და გუშინ თბილისმა ჯერ რომს აჯობა და გამოკითხვიდან გამოთიშა, ახლა კი, სანტორინის 40%-ზე მეტით უსწრებს.

პ.ს. ავიაკომპანიას სავარაუდოდ, ამით მომავალი ფრენების მარშრუტების განსაზღვრა სურს. ირლანდიური კომპანია საქართველოში 2019 წელს გამოჩნდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ფრენებს 2 მიმართულებით ახორციელებს. ცნობისთვის, გამოკითხვა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და შეგიძლიათ ხმა მისცეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×