რეზონანსი
10.02.2020

(რეზონანსი) ოჯახში ძალადობის შემთხვევა ქალაქ ახალციხეში. მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა.

ახალგაზრდა ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა „იმედში" შეიყვანა.

„ქალბატონი გადაყვანილია ბინიდან, კისრის არეში აქვს ზედაპირული დაზიანებები", - აცხადებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.

დაზარალებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

„ახლა ნორმალურადაა, მოტეხილობა ან რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. მოხრჩობის მცდელობა იყო, სისხლჩაქცევები აქვს ყელის არეში. რაც საჭირო იყო გავაკეთეთ, გამოკვლევები აღარ უტარდება, მაგრამ რჩება ჩვენთან", - ამბობს კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

უწყების ინფორმაციით, ინცინდენტში მონაწილე მამაკაცი დაკავებული არ არის

პრაიტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×