რეზონანსი
10.02.2020

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ ხატია ბუნიათიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა:

"გენიალური ქალია ელისო ვირსალაძე, მაღალი ხელოვნების ღირსეული წარმომადგენელი და საინტერესო ინტერვიუ!..

და ნუ იცით ეს კონტექსტიდან ამოგლეჯა, კატასტროფული არაფერი უთქვამს. ბევრ მუსიკოსზე დაისვა კითხვა და მათ შორის, ბუნიათიშვილზეც... ნაციონალური ნიშნით ხომ არ გამოარჩევდა?! აღნიშნა, რომ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ნამდვილი განათლება აკლია, რაც სამწუხაროაო... და სხვებსაც არჩევს, ზოგადად, კომერციული მიზნებისთვის გაპაპსავებულ კლასიკურ მუსიკაზეც მსჯელობს. ასეთ შესრულებებს, მაშინ სხვა სახელი უნდა ერქვასო...

ბუიათიშვილზეც მართალია, ჩემი აზრით... ხანდახან კლასიკაა თუ "სექსი პლიაჟზე", რომ ვერ გაიგებ და როგორც ჩემმა მეგობარმა შეადარა - "როიალს რომ ვიბრატორივით ხმარობს" - "საშინელებაა".. .უმჯობესია, დაუჯეროს ვირტუოზს და განვითარდეს..." - წერს მანჩო გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×