
ხატია ბუნიათიშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს პიანისტი გიგი პიანომენი (ჭიპაშვილი) ეხმაურება:
„არ შემეძლო ამ საკითხის გვერდის ავლა. ვთვლი, რომ ეს ჩემი სფეროა!!!
ელისო არის და იქნება პიანისტი, რომელზეც მე ვამბობ, რომ არის პიანისტი ყველანაირი გაგებით!
ის, რაც ელისომ ახსნა თანამედროვე პიანისტებზე, ისიც მისაღებია და მეც ვაწერ ხელს, რომ "შტოტა ნიტო…"
მაგრამ ხატია ბუნიათიშვილი არის უნიკალური ნიჭიერების გოგო, ერთეულებია ასეთი, მაგრამ მისი ინტერპრეტაცია, როგორც ელისოსი, ან სხვისი, ან ჩემი, არ მოსწონს ბევრს. ეს არის ნორმალური.
ეხლა პირი თუ მოვაღე, მეც არ უსმენ ელისოს და არასოდეს უსმენდი, მაგრამ ეს მას არაფერს აკლებს… მე არ ვთვლი, რომ ელისოს დარდი ახალი თაობის პიანისტებზე უსაფუძვლოა, მაგრამ ასეთი სიტყვა ახალგაზრდა ოქრო ქართველ გოგოზე, "პროსტა" ტეხავს, ბოლო-ბოლო ქართველია! ცნობისათვის, ჩემი მთელი სული გული ძველ პიანისტებშია და ახალი ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ ხატია არ არის იმის ღირსი, რომ ვინმემ თქვას სიტყვა ужас!!!
სულ არ მაინტერესებს ვის რა კარიერა აქვს ან რა დარბაზში უკრავს, მაჩვენებელი მხოლოდ ნიჭი, სული, ბგერა, ფრაზა და სიყვარულია…
აზრის დაფიქსირება მოსულა, მაგრამ სიტყვებს უნდა დაუკვირდეთ!
მაგ გაგებით მეც "უჟასი" ვარ, ჯარეტიც, ჟაკ ლესუ და კიდე ბევრი. არა ბატონებო ასე არაა… ეს საქმით დამტკიცდება!“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე