რეზონანსი
11.02.2020

ირლანდიურმა ავიაკომპანია „რეინეარმა" სოციალურ ქსელში ("ინსტაგრამ სთორიზე") გამოკითხვა წამოიწყო, რომლითაც არკვევს სად სურს მოგზაურობა 2020 წელს მისი მიმდევრების უმეტესობას.  ქალაქები ერთმანეთის საპირწონედ ერთ ფოტოზეა და გუშინ წინ თბილისმა ჯერ რომს აჯობა და გამოკითხვიდან გამოთიშა, შემდეგ კი სანტორინის. დღეს კი უკვე ნახევარფინალს პარიზთან დამაჯერებლად იგებს. 

ავიაკომპანიას სავარაუდოდ, ამით მომავალი ფრენების მარშრუტების განსაზღვრა სურს. რაც უფრო დიდხანს რჩება და დომინირებს თბილისი კონკურსში, მით უფრო იზრდება საქართველოს დედაქლაქის ცნობადობა.  ირლანდიური კომპანია საქართველოში 2019 წელს გამოჩნდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ფრენებს 2 მიმართულებით ახორციელებს. 

გამოკითხვა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და შეგიძლიათ ხმა მისცეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×