რეზონანსი
12.02.2020

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ფიქრობს “ევროპულ საქართველოს” მორჯულებას და კონსტრუქციულ პოზიციაში გადაყვანას.

“გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ჯიუტი ადამიანია, რაღაცას რომ აიკვიატებს, ბოლომდე უნდა მისი გატანა. არ გამოვრიცხავ, სამომავლოდ, კიდევ ფიქრობს რომ “ევროპულ საქართველოს” მოარჯულებს და კონსტრუქციულ პოზიციაში გადაიყვანს.

გიგი უგულავა მისთვის იქნებოდა სერიოზული ხელშემშლელი. მას ურჩევნია, წინა პლანზე ამ პარტიაში გამოვიდეს, დავუშვათ ბოკერია... მისი მეუღლე აქტიურობს ხოლმე. ჩერგოლეიშვილი ბევრად უფროა აგრესიულია სააკაშვილის მიმართ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

ივანიშვილი თეორიულად კიდევ განიხილავს ისეთ განვითარებას, სადაც ამ პარტიას, თუ რაღაცნაირად კოსნტუქრიულ ოპოზიციად აქცევს და დააპირისპირებს სააკაშვილს. ყველაფერს აურევს და დაშლის. რამდენად გამოვა ეს თამაში სხვა საკითხია“, - განაცხადა "მთავარის" ეთერში ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×