რეზონანსი
12.02.2020

ჩვენი მხრიდან არანაირი შეწყალების თხოვნა არ იქნება. დათო ბაქრაძემ თქვა, რომ ზურაბიშვილი ფარისეველია, თუ რამე უნდა პრეზიდენტს, მის ხელშია. მას არაფერი უთხოვია, არასწორად არ გაიგოთ. უგულავას შესაწყალებელი არაფერი აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია „ტვ პირველის" ეთერში საუბრობს.

„მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების შანსი ძალიან მცირეა. ძალაუფლების დაკარგვის შიში ივანიშვილისთვის უფრო დიდი შიშია, ეს უგუნური ასლან აბაშიძის პოზიციაა და ჰგონია, რომ ასე გაძვრება. სწორედ, აქედან გამომდინარეა მოლაპარაკების ძალიან მცირე შანსი.

უგულავას დაჭერა მიზეზი კი არ არის, ეს შედეგია იმ უტიფარი მიდგომისა, რაც ივანიშვილს აქვს. ამ მიდგომის შედეგად დაიჭირა უგულავა, ჩაიშალა მოლაპარაკება.

როგორც კი გონს მოეგება ივანიშვილი, თუ ეს მოხდება და რისი შანსიც მცირეა, მაშინ მოხდება გონივრული კომპრომისი საარჩევნო სისტემაზე, ოღონდ არა საზოგადოების ინტერესების ხარჯზე, შეწყდება რეპრესიები, გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს"

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უმრაველობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დაბრუნება შესთავაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×