ია აბულაშვილი
12.02.2020

„ეს ჩემი იდეა იყო, ერთიანი კანდიდატი დაგვეყენებინა მაჟორიტარულ ოლქებში, ამას ვამბობ 2016 წლიდან. მაშინ მსხვილმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს, რატომ მოვილაპარაკოთ კუკავასთან და 2%-იან პარტიებთანო. მაგრამ ცხოვრება მწარეა და როცა ცხვირი დაარტყეს, მიხვდნენ რომ ეს იდეა სწორი ყოფილა," - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილ ჩიხურ სიტუაციას.

„არა მგონია, რომ ეს სიტუაცია ვინმეს აწყობდეს, რადგან უკვე ქაოსია. ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ოპოზიციაშიც ემოციური განწყობაა. ასეთ დროს, როცა გონების ხმა ჩახშულია და მოქმედებს ემოციები, იწყება უმართავი პროცესები ქუჩაში. ხელისუფლება ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში. არ ვტირი უგულავას და ნამდვილად არ ვამბობ, რომ უდანაშაულოა, მაგრამ როცა მოლაპარაკება ფინიშზეა და შენ აპატიმრებ მოალაპარკების ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, რა თქმა უნდა ეს მოლაპარკების ჩაშლად აღიქმება.

„ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს; ერთ-ერთი, რომელიც ჩემი იდეა იყო, მაჟორიტარულ ოლქებში დაგვეყენებინა ერთიანი კანდიდატი. ამას ვამბობ 2016 წლიდან და 4 წელია კოდალასავით მარტო ვაკაკუნებ. მაშინ მსხვილმა პარტიებმა მხარი არ დაგვიჭირეს, რატომ მოვილაპარაკოთ კუკავასთან და 2%-იან პარტიებთანო, მაგრამ ცხოვრება მწარეა და როცა ცხვირი დაარტყეს, მიხვდნენ, რომ ეს იდეა სწორი იყო. თუ ახლა მაინც მოხდება შეთანხმება „თავდაუსხმელობის პაქტზე", ეს იქნება ძლიერი დარტყმა ხელისუფლებისთვის. ამ ჩიხიდან გამოსავალი არის ასევე ისეთი კოალიციის შექმნა, რომელიც თანაბრად დისტანცირებულია როგორც „ოცნებისგან" ისე „ნაციონალებისგან". „თავისუფალ საქართველოს" ამ ფუნქციის შესრულება შეუძლია, საკმარისი ფინანსები რომ ჰქონდეს, რადგა ჩვენ არანაირ მოლაპარკებებში არ შევიდივართ „ნაცონალებთან" და არც მათთან ერთად ვაპირებთ რაიმე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას. ეს საკითხი აქტუალურია, რადგან როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას საზოგადოებაში ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს.

„რაც შეეხება სააკაშვილს, რას გააკეთებს მისი ბიბლიოთეკა, არ ვიცი. სააკაშვილმა იგრძნო, რომ „ნაციონალები" ვერ გამოხატავენ ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებს და ფიქრობს, რომ ამას თვითონ უფრო გააკეთებს. თანაც ის გუნდური მოთამაშე არაა და უნდა ლიდერობა; მაგრამ მის ლიდერობას მხარს მისი პარტიის წევრებიც არ უჭერენ. ჩემი გასარჩევი არ არის, რა ხდება „ნაციონალებში", მაგრამ ფაქტია, რომ უმწვავესი დაპირისპირებაა სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის," - განაცხადა „რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×