რეზონანსი
12.02.2020

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის მიერ ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

"დღეს უმრავლესობის დეპუტატს უჩვეულო არაფერი გაუკეთებია. ამას უკვე შევეჩვიეთ. დიდი ხანია, ვეღარ მალავთ ზრახვებს:

• კრიტიკულ შეკითხვას უსვამ - ტენდენციური ხარ

• მათთვის არასასურველ სტუმარს - მოიყვან ტენდენციური ხარ

• დებატებში დიდი ხანია, აღარ დადიან

• რამეს გამოიკვლევ - ტენდენციური ხარ

• თუ ამ ყველაფერს აკეთებ - უზნეო ყოფილხარ

• ყველა ტენდენციურია - ოკეანის იქით და ოკეანის აქეთ - კონგრესიდან ზოვრეთის ქუჩამდე.

• ობიექტურობა სიჩუმე და ქება ყოფილა თურმე.

ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ. ყველაფერს გავუძელით და ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს ?!", - წერს სოციალურ ქსელში ვატო წერეთელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×