რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) მარგველაშვილის და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე რისი თავი აქვთ ამ ადამიანებს - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, გიორგი მარგველაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ქართულ პოლიტიკაში სავარაუდო დაბრუნებას.

„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყნის სასიკეთოდ არცერთს არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი. თუ არა და, შეგიძლიათ ნახოთ მათი განვლილი გზა და დაასახელოთ თუნდაც ერთი კარგი რამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება. ხოლო თუ მარგველაშვილს „ქართულ ოცნებასთან" გარიგება არ ჰქონდა, რატომ თქვა უარიმეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე?! მითუმეტეს, რომ ოპოზიცია მხარდაჭერასჰპირდებოდა.

მოკლედ, მე არც ერთი კრიტიკული მომენტი არ მახსოვს, როდესაც მან „ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობა გაუწია და ის, რომ ვეტოებს ადებდა რაღაცეებს, ეს გართობას უფრო გავდა, რადგან მაშინ „ოცნებას" დეპუტატების იმხელა რესურსი ჰქონდა, რომ ვეტოს დაძლევა სეირის ყურება იყო, მეტი არაფერი." - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×