ია აბულაშვილი
14.02.2020

"პოლიტიკურმა ძალებმა ქართული სინამდვილე აქციეს სანახაობად და ადგილი არ დატოვეს პოლიტიკისთვის. თუ ასე გააგრძელეს, საერთოდ დაკარგავენ ამომრჩეველს" - ასე ეხმაურება პიარტექნოლოგი ლელა ფირალიშვილი პოლიტიკური ძალების მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიას.

"არჩევნებმადე არც ისე დიდი დრო რჩება, და ეს პროცესი მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული პოლიტიკური ძალების მიერ, რათა წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში. ნაცვლად ამისა, მათ სანახაობად აქციეს ქართული სინამდვილე და ადგილი აღარ დატოვეს პოლიტიკისთვის. პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით მათ ვერაინირი სიახლე ვერ შესთავაზეს საზოგადოებას და პოლიტიკას, როგორც იდეას, არსებობის პერსპექტივას უხშობენ.

დღეს ჩვენ გვაქვს სივრცე, სადაც გვყავს "ბრძენი ხელისუფლება" და "პასუხისმგებლობით აღსავსე" ოპოზიცია. ორივეში ჭარბობს აგრესია. ოპოზიცია ძირითადად იყენებს ქუჩას, რადგან ადამიანებმა აგრესიის სიჭარბის გამო გამორთეს ტელევიზორები. ქუჩა გახდა მათი საჯარო კომუნიკაციის სივრცე. ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული სლოგანებიც შინაარს კარგავს, რადგან პოზიციებს ვერ უმაგრებს. რაც შეეხება კვლევებს, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60% არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებაში პოლიტიკის მიმართ ნიჰილიზმის დონე მაღალია.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ის დღეს დაკავებულია საერთაშორისო ურთიერთობებში ოპტიკა შეცვალოს. ლობისტების დაქირავება რამდენად მოუტანს სარგებელს, ვერ გეტყვით, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე დაგვიანებულია. გააჩნია, როგორ იმუშავებენ მათი ლობისტები.

მესამე ძალის გამოჩენასთან დაკავშირებით, რომლის მოლოდინიც დიდია საზოგადოებაში, თუ მესამე ძალაც იმ თამაშის წესებით ითამაშებს, როგორც მისი წინამორბედები, რომელთაც პოლიტიკური და ზენეობრივი რესურსი ამოწურული აქვთ, ისიც კრახისთვის არის განწირული. მთავარი, რაც ამ მესმაე პოლიტიკურმა ძალამ, მე, სტატისტიკურ ლელას, უნდა მითხრას, რას აპირებს იგი, როგორ მოახერეხებს ამ ორი ძალის პოლიტიკური არენიდან გაყვანას; რა სიახლეებს გვთავაზობს პოლიტიკაში და ეკონომიკაში, ანუ გაჩნდება თუ არა სტატისტიკური ქართველის ჯიბეში მეტი ფული, კანონიერი გზით. როგორ აპირებენ რუსეთის აგრესიის შეჩერებას და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას," - განაცხადა "რეზონანსთან" ლელა ფირალიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×