
"ლობიზმი მაშინ არის ეფექტური, როცა ხელისუფლება თვითონაც ეფექტურად მოქმედებს ლობისტებთან ერთად. ვერ წარმომიდგენია დღეს "ოცნებას" ჰყავდეს ადამიანი, ვინც ეფექტურად ითანამშრომლებს ლობისტებთან და ასევე ეფექტურად წარმართავს ურთიერთობას დასავლეთის ხელისუფლებებთან" - ასე ხემაურება ექსპერტი პეტრე მამარაძე "ოცნების" მიერ ახალი ლობისტური კომპანიების დაქირავებას.
"ლობისტური კომპანიების დაქირავება სასარგებლო პროექტია იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამას კეთილსინდისიერად უდგება და იყენებს ეროვნული ინტერესების დასაცავად და არა პირადი ინტერესებისთვის და ძალაუფლების განსამტკიცებლად. შევარდნაძის დროს ნამდვილად არ მახსენედება ლობისტური ფირმები, რადგან შევარდნაძეს თავად ჰქონდა სახელი და ავტორიტეტი მსოფლიოში და ამ ავტორიტეტს იყენებდა ეროვნული ინეტერესების დასაცავად. მაშინ საქართველო ნამდვილად იყო აღიარებული როგორ დემოკრატიის, თავისუფლების და საბაზრო ეკონომიკის რეფორმატორად პოსტსაბჭოთა სივრცეში.
"რაც შეეხება სააკაშვილს, ჩემთვის ცნობილია, რომ მრავალი მილიონი დაიხარჯა ლობისტურ კომპანიებზე და უდავოდ ამ ფულის უდიდესი ნაწილი მოხმარდა პირადად სააკაშვილს და მისი თანამზრახველების ძალაუფლებისა და ინტერესების დაცვას. განსაკუთრებით დიდი თანხები დაიხარჯა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. აშკარაა, რომ "ნაციონალებმა" დღემდე შეინარჩუნეს მაშინ შეძენილი კონტაქტები, იმ ლობისტურ კომპანიებთან თუ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამ ლობისტურ საქმიანობაში ჩაერთვნენ.
"დასანიანია, რომ ოცნების ხელისუფლება ნაცვლად ობიექტური და დროული გამოძიებისა უბრუნდება ამ საკითხებს მაშინ, როცა ეს სჭირდება პოლიტიკურად. "ოცნების" მოქმედება არის შერჩევითი სამართლის მაგალითი და არ არის გასაკვირი რომ დასავლეთიდან ასეთი პრაქტიკა მკვეთრად უარყოფით შეფასებას იმსახურებს.
"რაც შეეხება "ოცნებას". რეკლამა ნამდვილად გაიზარდა უცხოეთის ტელევიზიების არხებზე და საინტერსო კამპანიაა, რა თქმა უნდა ეს არ არის ლობიზმი თუ ამაში ფულს იხდი. მაგრამ ლობიზმი მაშინ არის ეფექტური, როცა ხელისუთფლება თვთონაც ეფექტურად თუ მოქმედებს ლობისტებთან ერთად. მე ვერ წარმომიდგენია დღეს "ოცნებას" ჰყავდეს ადამიანი ვინც ეფექტურად ითანამშრომლებს ლობისტებთან და ასევე ეფექტურად წარმართავს ურთიერთობას დასავლეთის ხელისუფლებებთან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს დასავლეთს უწევს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომელთაც დემოკრატიის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველოსთან შედერებით უარესი მაჩვენებელი აქვს. ასეთი ქვეყნები ევროგაერთიანებაშიც არიან. იმ რეგიონზე, რომელშიც საქართველო მდებარეობს, არაფერს ვიტყვი" - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.