რეზონანსი
15.02.2020

ქართველი დიპლომატი, მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, იგი მიხეილ სააკაშვილსა და სტალინს შორის არსებულ მსგავსებებზე საუბრობს და სააკაშვილს სტალინის ინკარნაციას უწოდებს. პოსტი მიხეილ სააკაშვილმა გააზიარა კომენტარით - "არ მიყვარს სტალინი, გელა მიყვარს"

"ვისაც მეტემფსიქოზის და რეინკარნაციის სწამს, შეიძლება წარ­მოიდგინოს, რომ სტალინივით 21 დეკემბერს დაბადებული მიშა სააკაშვილი მართლაც არის მისი ინკარნაცია ახალ პირობებში. ამ­ჯერად არა მეწაღის და მრეცხავის შვილი, არამედ профессорский сынок. სწავლობს არა თბილისის სასულიერო სემინარიაში, არამედ კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ­იორკში. განაგებს არა ვეებერ­თელა საბჭოთა კავშირს, არამედ პატარა საქართველოს. მსოფლიო მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, ურთიერთდამოკიდებულია და გაცილებით მეტად გამჭვირვალე. მასშტაბური რეფორმების გატარების სურვილი, მათი განხორციელებისა და მკაცრი დისციპლინის დამყარების უნარი, ისტორიული მისიის შეგ­ნება, ორივეს ახასიათებს. ორივესა­თვის აგრეთვე დამახასიათებელია ადამიანთა ცალკეული ჯგუფების ინტერესებისა და უფლებების უგუ­ლებელყოფა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სტალინი სისხლიანი ტირანია. ეს ნაწილობრივ მაინც თავ­სებადია მის ეპოქასთან. სააკაშვილი ავტორიტარული დემოკრატი. ჩვენი რეგიონის ქვეყნისათვის ეს მიღწევაა, მით უმეტეს, როცა სწორედ მისი მმართველობის დროს ხდება ძალაუფლების ლეგიტიმური გადაბარება არჩევნების გზით და იწყება ორპარტიული პოლიტიკური კულტურის ელემენტების ჩასახვა. ვნახოთ.

P. S. იქნებ არც ისაა შემთხვევითობაა, რომ ორივეს განათლების საქმეში წვლილი ჩარკვიანებმა შეიტანეს. სოსოს ანბანი და რუსული ენა კოტე ჩარკვიანმა ასწავლა. მიშას კი გელა ჩარკვიანი ასწავლიდა ინგლისურს" - წერს გელა ჩარკვიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×