რეზონანსი
15.02.2020

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის შესასვლელთან მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მჯდომი 60 წლამდე ქალი დაიღუპა. ადგილზე გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახრურის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამ წუთებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაშავებული კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, სამედიცინო ცენტრში გადაყავს.

შს სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

წყარო რეგიონული კვირა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×