რეზონანსი
15.02.2020

(რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთს მოუწოდა რუსული საფრთხის ფანტომის კულტივირება შეწყვიტონ:

„ვიდრე არ არის გვიან, დასავლეთმა უარი უნდა თქვას რუსული საფრთხის ფანტომის კულტივირებაზე და გაიხსენოს თუ რა გვაერთიანებს", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ საქმეებში ნდობის კრიზისი ძალიან იგრძნობა . „დაძაბულობა, აღმოსავლეთით, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინ წაწევა, რუსეთის საზღვრებთან უპრეცედენტოდ მასშტაბური სამხედრო სწავლებების ჩატარება, თავდაცვითი ბიუჯეტების გაზრდა - ყველაფერი ეს არაპროგნოზირებადობას ზრდის, იქმნება ცივი ომის დაპირისპირების სტრუქტურა", - განაცხადა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×