რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. დაჭრილია ერთი ადამიანი, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გამთენიისას ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, როგორც მოკლული, ასევე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები არიან.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი კი უკვე დადგენილია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×