თამთა ჩაჩანიძე
16.02.2020

„ნებისმიერი პროდუქტი უმრავლესობაში მსჯელობის საგანია. ჩვენ რა თემაზეც ვიმსჯელეთ და არგუმენტირებულად მივედით შეჯერებამდე, ესაა 100/50. დანარჩენი, თუ რაღაცა ახალი მოცემულება მოვიდა, ამაზე იქნება სამსჯელო“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე „პატრიოტთა ალიანსის“ შემოთავაზებას, საპარლამენტო არჩევნების 135/15 სისტემით (135 პროპორციული წესით არჩეული და 15 მაჟორიტარი დეპუტატი) ჩატარების შესახებ. 

როგორც „ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის რესურსი ჯერ კიდევ არის. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს კონკრეტული ინიციატივა - 135/15 და დამატებით სავალდებულო მონაწილეობა არჩევნებში.

კობალაძე ამბობს, რომ მართველი გუნდის განცხადებით იმ შემთხვევაში, თუ 100/50 შეთავაზებას ოპოზიცია არ მიიღებს, მაშინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით  ჩატარდება.

„ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან ბოლო შეთავაზება ცნობილია - 100/50. დანარჩენი რეალურად კონსულტაციის საგანია. მე ჩემი პოზიცია მაქვს იმასთან მიმართებაში, რომ არჩევნები მოქმედი კონსტიტუციით, შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს.

„შეთავაზება უკვე არის, მმართველმა გუნდმა ბრძანა, ძირითადად ვინც ამ საკითხითაა დაკავებული და ორიენტირებული, შეთავაზება გააკეთეს და თქვეს - იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთავაზების მიღება არ მოხდა, არჩევნები კვლავ არსებული კონსტიტუციით გაწერილი - შერეული სისტემით ჩაივლის. ჩემი აზრით, ამაში არაფერი საგანგაშო არაა, პირიქით, მთავარია არჩევნებმა თავისუფლად და დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით ჩაიაროს. 

„ხელისუფლება მაჟორიტარებს კიდევ დააკლებს თუ არა, ვარაუდებზე ვერ გესაუბრებით, ეს მსჯელობის საგანია. არსებულ საკითხებზე მიდის კონსულტაციები. ყველაფერს გააჩნია საფუძველი. ნებისმიერი პროდუქტი უმრავლესობაში მსჯელობის საგანია. ჩვენ რა თემაზეც ვიმსჯელეთ და რაზეც არგუმენტირებულად მივედით შეჯერებამდე, ესაა 100/50. დანარჩენი, თუ რაღაცა ახალი მოცემულება მოვიდა, ამაზე იქნება სამსჯელო“, - განაცხადა კობალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×