ჩინელი ხალხი აუცილებლად შეძლებს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას
პროექტები
17.02.2020

 ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქი უხანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ამბავმა იმოქმედა როგორც ჩინელი, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრების გულებზეც.

ეპიდემიის ფონზე, ჩინეთის მთავრობამ პრევენციისა და კონტროლის მიზნით, უმოკლეს დროში მიიღო ყველაზე ყოვლისმომცველი და მკაცრი რეაგირების ზომები. მოხდა უხანსა და სხვა ქალაქებს შორის მაკავშირებელი გზების დროებით დაკეტვა და ყველა პაციენტის იზოლირება.

31 პროვინციაში, რეგიონსა და ქალაქში ამოქმედდა საგანგებო მექანიზმები, მოსახლეობა აქტიურად გამოეხმაურა მთავრობის მოწოდებას, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან და დარჩნენ სახლში.

ცენტრალურმა მთავრობამ მთელი ქვეყნიდან გაგზავნა სამედიცინო პერსონალი ხუპეის მხარდასაჭერად და რეკორდული სისწრაფით, 15 დღეში უხანში 2 სპეციალიზირებული 2600 საწოლიანი საავადმყოფო აშენდა. შეიქმნა ვაქცინების კვლევის ექსპერტთა ჯგუფი, პათოგენების წარმატებით იდენტიფიცირებისა და ახალი ტიპის კორონავირუსის შტამის გამოყოფის მიზნით.

 

ჩინეთმა ჩამოაყალიბა ყოვლისმომცველი პრევენციისა და კონტროლის სისტემა

 

ჩინეთმა ჩამოაყალიბა ყოვლისმომცველი პრევენციისა და კონტროლის სისტემა, რომელიც ფოკუსირებულია ხუპეის პროვინციასა და უხანზე. "ძალა ერთობაშია", ამ სულისკვეთებით ჩინელი ხალხი ერთად ებრძვის ეპიდემიას.

ეპიდემიის გამოჩენის შემდეგ, ჩინეთი მჭიდრო კომუნიკაციას ინარჩუნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დროულად, ღიად და დიდი პასუხისმგებლობით აწვდის ინფორმაციას ყველა მხარეს ეპიდემიის შესახებ და უზიარებს ტექნიკურ ინფორმაციას.

ჩინეთის მიერ მიღებული ზომები ბევრად სცდება საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების მოთხოვნებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს აბჰანომ გებრეიესუსმა ამას უწოდა "ეპიდემიაზე რეაგირების ახალი სტანდარტების დადგენა".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს აბჰანომ გებრეიესუსმა ნათლად აღნიშნა, რომ ეპიდემიის საგანგებო სიტუაციად გამოცხადება არ ნიშნავდა ჩინეთისადმი უნდობლობას, არამედ შეშფოთებას, რომ სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნები არ იქნებოდნენ მზად ეპიდემიასთან საბრძოლველად. იგი არათუ ემხრობა, არამედ პირიქით ეწინააღმდეგება ჩინეთზე არასაჭირო შეზღუდვების დაწესებას საერთაშორისო მოგზაურობისა და ვაჭრობის მხრივ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულებით დარწმუნებულია იმაში, რომ ჩინეთი შეძლებს ეპიდემიასთან გამკლავებას. ვირუსის პრევენციისა და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით, ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან.

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ცხელი ხაზის საშუალებით, მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და სხვა შესაბამის უწყებებს.

ჩინეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ ჩინელ მოქალაქეებს, ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან ვირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში.

 

მთელი ჩინეთიდან მიემართება დახმარება უხანისკენ

 

ჩინელებს აქვთ ასეთი ანდაზა: "ნამდვილი მეგობარი ჭირში იცნობა." მაშინ, როდესაც ეპიდემიის გავრცელების პირობებში, ჩინელი ერი განიცდის მძიმე პერიოდს, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ფორმით, გამოხატეს თანადგომა და რწმენა იმისა, რომ ჩინეთი ძალიან მალე დაამარცხებს ამ ვირუსს. ჩინელი ერი გამოხატავს გულწრფელ მადლიერებას და არასდროს დაივიწყებს ამ მხარდაჭერას.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის და მისი გენერალური მდივნის სი ძინფინის ძლიერი მმართველობის, ჩინური სისტემისათვის დამახასიათებელი უპირატესობების, ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული დიდი გამოცდილების, დაარსებიდან 70 წლის განმავლობაში დაგროვებული მეცნიერეული უნარებისა და რესურსების საფუძველზე, ჩინელი ერის საერთო ძალისხმევით, ქართველი მეგობრებისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით, ჩინეთს აქვს სიმამაცე, რწმენა და უნარი, მაქსიმალურად სწრაფად დაამარცხოს ეპიდემია და შეიტანოს საკუთარი წვლილი მსოფლიო ჯანდაცვაში.

მთელი ჩინეთის გაერთიანდა კორონავირუსის დასამარცხებლად და პროვინცია ჰუბეის დასახმარებლად - სრულიად ჩინეთიდან მიემართებიან სხვადასხვა სფეროზე სპეციალიზირებული ჯგუფები, რათა უხანს გვერდში დაუდგნენ.

მათ შორის განსაკუთრებით, რაღა თქმა უნდა მედიკოსები სჭარბობენ, ვისზეც მოთხოვნილება განსაკუთრებით დიდია ამ პერიოდში.

მაგალითად, პროვინცია ფუძიანიდან უხანში ექიმების მორიგი 277-კაციანი ჯგუფი ჩავიდა. ექიმედი და მედდები კლინიკა "სახედან", რომელიც ფუძიანის სამედიცინო უნივერსიტეტს ეკუთვნის, დაეხმარებიან თავიანთ კოლეგებს ყველაზე რთულ გეოგრაფიულ ადგილას, სადაც ეპიდემიამ იფეთქა.

ფუძიანის მსგავსად, უხანში უკვე მედიკოსთან მე-7 ჯგუფი გაგზავნა პროფინცია ცზიანსუმ - 208 ექიმი და მედდა ჩაერთო ბრძოლის ველზე და იმუშავებს ქალაქ უხანი ნომერ 1 საქალაქო საავადმყოფოს რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ამათ გარდა, უხანში კიდევ სამი ჯგუფი ჩავიდა: 163 მედიკოსი ქალაქ იანჩჟოუდან, 164 იანჟოუდან, 162 ქალაქ ნანკინიდან. სხვა კიდევ 6 ჯგუფთან ერთად ისინი მთლიანად აიღებენ პასუხისმგებლობას უხანი ნომერი 1 საქალაქო საავადმყოფოს მძიმედ დაავადებული ავადმყოფების განყოფილებაზე.

გარდა წმინდა სამედიცინო დამხმარებისა, პროვინცია ჰუბეი ასევე იღებს ინტენსიურ მატერიალურ დახმარებას მთელი ჩინეთიდან.

 პროვინცია ცინხაიმ ჰუბბეიში გაგზავნა 19 სატვირთო ავტომობილი, რომელიც სავსეა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტებით და სპეციალური სამედიცინო დამცავი საშუალებებით, რომელზეც ახლა განსაკუთრებული მოთხოვნილებაა ჩინეთში.

მსგავსი სახის "ჰუმანიტარულ ქარავნებს" ჰუბეისკენ აგზავნის ჩინეთის თითქმის ყველა პროვინცია.

ჩინეთის საწარმოებმა უსწრაფესად მოახდინეს რეაგირება ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე და მოთხოვნილებებზე, რომელიც განსაკუთრებულად გაზრდილი დამცავ სამედიცინო ნიღბებზე და ხალათებზე და შესაბამისი გადაპროფილება მოახდინეს.

მაგალითად პროვინცია შანსის ერთ-ერთმა მსხვილმა საწარმომ, რომელიც აქამდე სპეცტანსაცმელს აწარმოებდა, დაიწყო დამცავი სამედიცინო ნიღბებს და ხალათების გამოშვება.

აყოველივე ეს ნათლად აჩვენებს, თუ რა სწრაფი და ეფექტური ზომები მიიღო ჩინეთის ცენტრალურმა მთავრობამ კორონავირუსის მძლავ ეპიდემიასთან საბრძოლველად. ტარდება კონტროლისა და პრევენციის უმკაცრესი ზომები.

ჩინეთის მთავრობის წევრები, გენერალური მდივნის სი ძინფინის ხელმღვანელობით რეგულარულად სტუმრობენ და ეცნობიან კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრებს, საიდანაც ხდება ვირუსზე ორგანიზებული და სწრაფი რეაგირების კოორდინირება.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ცენტრი დედაქალაქ პეკინშია განლაგებული.

გენერალური მდივანი პირადად აკონტროლებს სიტუაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით და ყოველდღიურად ეცნობა შედეგებს, ხდება თუ არა ყველა საჭირო საშუალებებით ეპიდემიის ცენტრის - პროვინცია ჰუბეისა და მისი დედაქალაქის უხზანის მომარაგება.

დგება გადამწყვეტი მომენტი ამ უმძიმესი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩინეთის მთავრობა და ხალხი მტკიცედ გაერთიანდა, რათა გამარჯვება მოიპოვოს - ჩინეთს ამ ბრძოლაში მსოფლიო საზოგადოების დახმარების იმედიც აქვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×