თამარ შუკვანი
18.02.2020

„ოპოზიციის მიზანია საარჩევნო სისტემის შეცვლა. რამდენად შეძლენებ ამის მიღწევას, სხვა თემაა. „სირცხვილის კორიდორების" მოწყობით, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ასეთი საპროტესტო აქციებით საზოგადოების მობილიზებას ახდენენ. პრაქტიკულად ხდება მზადება არჩევნებისთვის. ოპოზიცია არის რადიკალური და ცდილობს თავის მომხრეების აქტიურობა გაზარდოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქცია.

პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად „სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებასაც. მმართველი პარტიის წევრებს პარლამენტში შესვლა აქტივისტების ხმაურის ფონზე მოუწიათ.

ოპოზიციონერი ლიდერების თქით, დეპუტატებმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭირონ. მათივე თქმით, მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

ძაბირაძის აზრით, ოპოზიციური სპექტრი მსგავსი საპროტესტო აქციებით მიზანს ვერ მიაღწევს:

„ჯერჯერობით ასეთ საპროტესტო აქციებს დიდი შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ოპოზიციაც ვერ იჯდება თავისთვის ოთახებში. არჩევნები მოდის და უნდა იაქტიუროს. რომ ვთქვათ, ოპოზიცია ამით რამეს კარგავს, ასე არ არის. დაკარგვით არაფერს კარგავს, თუმცა, მოგებითაც შესაძლოა ბევრი ვერაფერი მოიგოს," - თქვა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×