
გთავაზობთ გიორგი შენგელაიას მოგონებებიდან ნაწყვეტს, რომელიც "ფეისბუქის" ერთ-ერთ ჯგუფში - "ჩემი თბილის ქალაქი" გამოაქვეყნეს:
"თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა რომ დაიღუპა... ცხადია, ძნელია საქვეყნოდ ვილაპარაკო, როგორ განვიცადე ეს...
ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა - სხვა... დედაჩემის მერე - სხვა...
დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა - სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა... ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა..."
კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია, გუშინ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე