ია აბულაშვილი
18.02.2020

„თანამდებობრივად იშვიათი შემთხვევაა და შეიძლება სიახლედ ჩაითვალოს ქართულ პოლიტიკაში. მარგველაშვილი ალბათ ცდილობს დადგეს დაპირისპირებებზე მაღლა და იპოვოს შეხების წერტილები, მაგრამ ერთია ნაბიჯის გადადგმა და მეორე საერთო ენის გამონახვა", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე ექს-პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეხვედრას.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს და მზად არის ელაპარკოს მიხეილ სააკაშვილს, თუ მას ექნება ხედვა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე.

„ქართულ პოლიტიკის ლოგიკის დანახვა ყოველთვის ჭირს, თუმცა, პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით, ეს მოვლენა სიახლეა, თანამდებობრივად იშვიათი შემთხვევა, მით უფრო იშვიათი მარგველაშვილის მხრიდან, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის აქტიური კრიტიკით მოვიდა ხელისუფლებაში.

„თუ ამ განაცხადის შემდეგ „ნაციონალების" რეაქციით ვიმსჯელებთ, თავად მარგველაშვილს ეს კრიტიკა დავიწყებული აქვს, „ნაციონალები" კი კარს ფართოდ გაუღებენ. ანუ, საქმე გვაქვს იმასთან, რომ მარგველაშვილი ცდილობს დაპირისპირებებეზე მაღლა დადგეს და იპოვოს შეხების წერტილები.

„რამდენად შედეგიანი იქნება ექს-პრეზიდენტების შეხვედრა და რას მოუტანს ახალს ქართულ პოლიტიკას, დანახვა მიჭირს. არ მგონია, რომ პოლიტიკას რაიმე სიახლისკენ უბიძგოს, რადგან ერთია ნაბიჯის გადადგმა და მეორეა საერთო ენის გამონახვა", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×