
ახალი შუამთის ხახულის დედათა მონასტერი, რომელიც თელავის სიახლოვეს მდებარეობს, მე-16 საუკუნით თარიღდება. მისი უმთავრესი სალოცავი იყო ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაბრძანებული იყო ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი - იუგუნდით, ფირუზით, ალმასებითა და მარგალიტებით. ხატს ზურგზე 44 წმინდა ნაწილი აქვს.
დღეს შუამთის დედეთა მონასტრის ღვთისმშობლის ხახულის ხატი თბილისში საქართველოს ხელოვნების მუზემის საგანძურშია დაცული.
ერთ-ერთი თქმულების თანახმად, ამ ხატს გვერდიდან არ იშორებდა კახეთის მეფე ლევანის მეუღლე დედოფალი თინათინი. ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს ხატი გურიიდან ჩამოუბრძანებიათ. გზად შუამთაში შეისვენეს, გამგზავრებისას კი ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა თინათინმა არ აღუთქვა ამ ადგილზე მონასტრის აშენება.
დედოფალი თინათინი წლების შემდეგ შუამთის დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და აქვეა დაკრძალული. მის შემდეგ მონასტრის მოვლა-პატრონობა მისმა ასულმა თეკლამ განაგრძო და დიდი საგანძურიც შესწირა.
მრავალი საგანძური შეუწირავთ მონასტრისთვის ასეული წლების მანძილზე მეფე-მთავრებსაც - ძვირფასი ბარძიმები, კანდელები, ნაქარგობანი, ჭურჭელი, თუ სხვა საეკლესიო ნივთი.
მტრის შემოსევებს ვერც შუამთის დედათა მონასტერი გადაურჩა. მეფე ერეკლეს შეწევნით, მონასტერი ისევ აღსდგა. აქ არის დასაფლავებულ პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე.
მე-19 საუკუნეში, 1899 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონის მიერ მონასტერში საეკლესიო ცხოვრება განახლდა, სადაც დაცული იყო მდიდარი წიგნთსაცავი.