
„ვფიქრობ, ეს უეჭველი იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება" ჩიხშია სესული და ის ადამიანი სჭირდება, რომელიც ყველა განკარგულებას და პარტიულ დავალებას უსიტყვოდ შეასრულებს", -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია,პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დამტკიცებას.
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, 7-მა თავი შეიკავა.
მუხაშავრია ამბობს, რომ შოთაძის ძველ თანამდებობაზე დაბრუნებით შესაძლოა საქართველოში ახალი პოლიტპატიმრები ვიხილოთ.
„ეს ალბათ „მეორედ მოსვლის" თემაა, რაც ახალი არაა დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც ხელისუფლება ჩიხში შედის. ჩვენ „ნაცებისგან" ვიცით ეს როგორც ხდება, ეს არის ხოლმე ბოლოს წინა სტადია.
„ვფიქრობ, რომ ეს უეჭველი იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება" ჩიხშია შესული და ის ადამიანი სჭირდება, რომელიც ყველა განკარგულებას და პარტიულ დავალებას უსიტყვოდ შეასრულებს.
„შოთაძის დაბრუნება უგულავას პროცესზე უარყოფითად აისახება, არა მხოლოდ ამ პროცესზე, არამედ სხვა მიმდინარე გამოძიებებზე, რომელიც პროკურატურაშია. როგორც ვხედავთ თაროზე შემოდებული და მტვერწაყრილი ძველი საქმეებიც გაცოცხლდება და შესაძლოა საქართველოში, სამწუხაროდ, კიდევ ახალი პოლიტპატიმრები ვიხილოთ", - განაცხადა მუხაშავრიამ.