
2020 წლის თებერვალში, სურვილების ასრულებისთვის 2 მნიშნელოვანი თარიღი დაფიქსირდა, რაც 101 წელიწადში ერთხელ ხდება. ესენია 02.02.2020 და 20.02.2020.
როგორც "დაიჯესტს" ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა, კარგია თუ თებერვლის 20 რიცხვში 20:00 საათზე სურვილს ჩაიფიქრებთ.
მისივე თქმით, ოცნებების მარტივად რეალიზებისთვის სასურველია გარკვეული რიტუალის ჩატარება.
"20.02.2020 საღამოს 20:00 საათზე 2 სურვილის ჩაფირების უფლება გაქვთ. კარგი იქნება თუ აანთებთ 2 სანთელს, სასურველია იყოს თეთრი ფერის. შუაში დადებთ ერთ ჭიქა ღვინოს და 20:00 საათის დადგომამდე 5 წუთით ადრე იტყვით "მამო ჩვენოს", შემდეგ კარგად ჩამოყალიბებული სურვილი ჩაიფიქრეთ უყურეთ ანთებულ სანთელს, ვინაიდან ცეცხლი ენერგიის გადამტანია და ბოლოს, შეგიძლიათ მიირთვათ ღვინო. ეს დღე ძალიან იშვიათად დგება და არის საკრალური, ამიტომ, სურვილების ჩაფიქრების შესაძლებლობა არ უნდა გაუშვათ ხელიდან", - ამბობს ასტროლოგი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე