
დეკანოზი თამაზ ლომიძე სამტრედიაში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეკანოზი აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, მათ შორის „დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის".
„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ, დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სასწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის. ამასთან ერთად ყველა ეპარქიაში, ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის და ცოლის წინაშე, თუნდაც იმ შემთხვევაში როცა ცოლს აღარ უნდა მასთან ცხოვრება. დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად გაუცნობიერებელია და უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში. ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს ცალსახა და ნათელი იმპულსი, ყოველგვარი „მაგრამ"-ის გარეშე. ეს საციცოცხლოდ აუცილებელია“, - წერს დეკანოზი.
ცნობისთვის, დღეს სამტრედიაში მამაკაცმა ცოლი განქორწინების გაფორმებამდე მოკლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე