
პორტალი “everyday georgia” ფოტომასალას აქვეყნებს, რომლებზეც აღბეჭდილია ვანო მერაბიშვილის ცოლისა და დათა ახალაიას ფოტოები ავსტრიის ერთ-ერთ სასტუმროში. სავარაუდოა, რომ ფოტოები 2008 წელს აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეშია გადაღებული:
“ჩვენ ექსკლუზიურად ჩაგვივარდა ფოტოები ხელში, რომლებზეც აღბეჭდილია ყოფილი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლი და კუდის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია. სანდო წყარო გვიყვება, რომ ეს ფოტოები 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში, ავსტრიის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროშია გადაღებული.
მათი თანამეინახეები არიან: ნინო ჩხეიძის ქმარი გიორგი კორახაშვილი, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ახალაიას მარჯვენა ხელი ვასილ სანოძე და კუდის ზონდერი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად, „მასტერა,” საპატრულო სამმართველოს ყოფილი უფროსი გოგა გრიგალაშვილი” – წერს პორტალი everyday georgia.



სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე