
მომღერლ ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქორწინებიდან 14 წელი გავიდა. ზურა ჟურნალ "სარკესთან" მათი ურთიერთობის შესახებ საუბრობს და აღნოშნავს, რომ ხათუნას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
„ურთულესი გზა გავიარეთ, ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდა. განსაკუთრებით რთული იყო პირველი ხუთი წელი. შეყვარებულ წყვილებს ვურჩევ, განსაკუთრებით მოუფრთხილდნენ ურთიერთობას პირველი 5 წელი. გვქონია ისეთი ეტაპები, როდესაც გვიჩხუბია გვიკამათია და დანგრევის პირამდეც მიგვიყვანია ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ჯვრისწერის მადლმა, სიყვარულმა და პატივისცემამ ყველაფერი გადაგვალახინა. მინდა ხათუნამ მაპატიოს და შემინდოს, თუ რამე მიწყენინებია მისთვის. პატიებას ვითხოვ, ამ 16 წლის მანძილზე თუ მასზე ხმა ამიწევია ან გული მიტკენია. დანარჩენი თვითონ იცის, როგორ მიყვარს და რამდენად დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ვიტყვი, რომ ძალიან მჭირდება და მინდა ძალიან დიდხანს ვიყოთ ერთად" - განუცხადა „სარკეს" ხაჩიძემ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე