
„აზერბაიჯანმა დაიწყო გარეჯის კელიების დასუფთავება და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენს მონასტრებში",- დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მამა ვიტალი (ღვინიაშვილი) სოციალურ ქსელში წერს.
იგი ამის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
„განგაშის ზარი უნდა შემოკრას ეკლესიამ და ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა.
#გარეჯი საქართველოა",- წერს მამა ვიტალი.
მისი თქმით, ხვალ სასულიერო პირები გარეჯში ჩასვლას აპირებენ. იგი ასევე მოუწოდებს მოსახლეობას შეუერთდნენ სახალხო მსვლელობას გარეჯისკენ, რომელიც რამდენიმე დღეში დაიგეგმება.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე