
„ჯერ ამბობენ 4 აპრილი, მერე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ვფიქრობ, ოპოზი-ციის ლაპარაკი ფართმასშტაბიან აქციებთან დაკავშირებით მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. რა ნაბიჯებს გადადგამს წინასაარჩევნოდ "ოცნება", არ ვიცი, შეიძ-ლება ისეთი შეთავაზება გააკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს" - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოსა და ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს მომავალ არჩევნებში პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
"ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ ძველი მეთოდებით მოქმედებს, არ მიდის მოლაპარკებაზე და ცდილობს დესტაბილიზაციისა და რევოლუციის გზით ძალაუფლების მოპოვებას. მაგრამ ეს აღარ გამოვა, ეს არის ძველი მეთოდები, ამიტომ სჯობს გადა-ვიდნენ ცივილურ მეთოდებზე. ჯერ ამბობენ, 4 აპრილს, მეორე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. ოპოზიციის შიგნით ახლა წინააღმდეგობაა და კოალიციაზე რომ მივა საქმე პარლამენტში, დაჭამენ ერთმანეთს.
დღეის მოცემულობით, ყველაზე მეტი შანსი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", შეუძლია 20-25%-ი აიღოს. მიშა სააკაშ-ვილს არ მოსწონს ამ 15 პარტიის თუ უფრო ნაკლების ხმაური და ხომ ხედავთ თავის დამოუკიდებელ შტაბს აყალიბებს. ალაბთ აქვს რაღაც გათვლები. რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს" მათი წარმატების პერსპექტივას ამ არჩევნებში ვერ ვხედავ. დაახლოებით 5-6%-ს თუ აიღებს. რაც შეეხება "ლელოს" მას არანაირი შანსი არა აქვს გამარჯვების. ამ პოლიტი-კურ სპექტრს თუ დაემატება მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ოპოზიციის რეიტინგს უფრო დააგდებს. მარგვე-ლაშვილს კი სჯერა, რომ ქვეყანას და ქართულ პოლიტიკას სჭირდება, მაგრამ საზოგადოება ასე არა ფიქრობს. იგი არც პოლიტიკური ფიგურაა და არც სახელმწიფო მოღვაწე, დღეს მისი მიზანი და ამოცანა არის ვინმეს მიეკედლოს და დეპუტა-ტის მანდატი მაინც მოპოვოს.
რაც შეეხება "ოცნებას", ნამდვილად ყოველდღე არ ვიძახი "გაუმრჯოს ოცნებასო". ივანიშილის საკადრო პოლიტიკაც ვერ გავიგე და ვთვლი, რომ აქ არის ხარვეზები, მაგრამ დღეის მოცემულობით მეტი რესურსი აქვს გამარჯვების მოსაპო-ვებლად, თუნდაც მოვიდეს უმრავლესობით და შექმნას მთავრობა. შეიძლება წინასაარჩევნოდ ისეთი შეთავაზება გაკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს," - განაცხადა "რეზონანსთან" იგორ კვესელავამ.