რეზონანსი
19.02.2020

სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის სალომე ხუბუას გლოვობენ.

როგორც მოკლულის ბებია აცხადებს, ქალი ხშირად იყო მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, თუმცა მას ბოლო პერიოდამდე მალავდა.

ხუბუას ბაბიას თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გიგა აბრალავამ მცირეწლოვან შვილს დაურეკა და უთხრა, რომ მას დედა აღარ ეყოლებოსდა.

"ერთი თვის წინ დაგვირეკა - მიშველეთო! ორ საათში ბათუმში გავჩნდით და წამოვიყვანეთ. თურმე ადრე რიონზე ჩაუყვანია, დანა გაუშლია და ამით მოგკლავო. 5 დღის წინ ბავშვს დაურეკა, როგორც კი შენი ნახვის უფლება მომეცემა დედა არ გეყოლება მამიკოო.

სულ სვამდა, რაც ცეხში სამუშაოდ გადავიდა, ლოთობდა მოჰყავდა ძმაკეცები და მათზე ეჭვიანობდა, შეჰყავდა ოთახში და სცემდა სალომეს"- აცხადებს მოკლულის ბებია.

წყარო: „ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×