“ჩვენი გამარჯვება კორონავირუსზე, ეს იქნება ჩინეთის და მთელი მსოფლიოს გამარჯვება”
Resonance
20.02.2020

 ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, რომელთაც დაუდგინდათ კორონავირუსის დაავადება (COVID-19) ჰუბეის პროვინციის გარეთ პერმანენტულად მცირდება და კლების დინამიკა თანდათან დადებით ტენდენციას იძენს. ამის შესახებ მეტყველებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელსაც ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი რეგულარულად აქვეყნებს.

ასევე იზრდება იმ პაციენტთა რიცხვი, ვინც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება შეძლო - გასული კვირის მონაცემებით მთლიანობაში საავადმყოფოებიდან გაეწერა 6723 პაციენტი, რომლებმაც ექიმების დახმარებით კორონავირუსის დამარცხება შესძლეს - ამ იფორმაციასაც ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი აქვეყნებს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სპეციალური სამუშაო ჯგუფის (რომელიც სპეციალურად კორონავირუსთან საბრძოლველად შეიქმნა) მორიგ საგანგებო სხდომაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია შემუშავდეს დიფერენცირებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებისთვის, რადგანაც კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში სრულიად განსხვავებულია.

სხდომის მონაწილეებმა, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის ლი კეციანის თავჯდომარეობით გაიმართა, ასევე მოითხოვეს, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს კორონავირუსის საწიინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება და მაქსიმალურად გაუმჯობესდეს დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხარისხი.

დაავადების პროფილაქტიკა და კონტროლი პროვინცია ჰუბეიში (ცენტრალური ჩინეთი) და მის ადმინისტრაციულ ცენტრში - უხანი, კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამიტომაც, სამუშაო ჯგუფი გასცემს რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს დაავადებულთა ჰოსპიტალიზაცია, ხოლო ის ადამიანები, ვის მიმართაც არსებობს წინასწარი ეჭვი დაავადებაზე, კარანტინში იყვნენ გადაყვანილნი და იზოლირებულნი.

ჯგუფმა ასევე მოსთხოვა პროვინცია ჰუბეის ეპიდემიით დაზიანებულ სხვა ქალაქებს - სიაოგანსა და ხუანგანს, გაატარომ იდენტური ღონისძიებები და განახორციელონ დაავადების კონტროლისა და პრევენციის იცეთივე სტანდარტები, როგორიც ეს უხანშია.

 ასევე, აუცილებელია დაკმაყოფილდეს უხანისა და მთლიანად ჰუბეის პროვინციის მოთხოვნილება მედიკოსებზე და სამედიცინო პრეპარატებზე ყველაზე მაღალი სტანდარტებით. ხოლო პროვინციაში შესასვლელი და გამოსასვლელი გზები უმკაცრესად გაკონტროლდეს.

აღინიშნა, რომ გადაადგილებაზე მკაცრი კონტროლის დროულად დაწესებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მასობრივი მიგრაციის აღსაკვეთად და დაავადების გავრცელების არეალის შესაზღუდად.

ასევე, გაიცა განკარგულება ჩინეთის ყველა რეგიონისთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეული პროვინცია ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი, რომ შექმნას და განახორციელოს დაავადების საწინააღმდეგო ბრძოლის სისტემა, რომელიც უკეთ შეესაბამება ადგილობრივ თავისებურებებს.

დადგინდა, რომ მკურნალობის ეფექტური მეთოდიკა და შესაბამისი პრეპარატები, ეს არის გასაღები ეპიდემიის შესაჩერებლად. აუცილებელია, რომ უფრო გულდასმით იქნას შესწავლილი ის პაციენტები, რომლებმაც გამოჯანმრთელება შესძლეს - რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, როს გამოც მათ კორონავირუსის დამარცხება შესძლეს. ასევე, აუცილებელია, რომ დაჩქარდეს ახალი პრეპარატების კლინიკური გამოცდების ჩატარება.

სამუშაო ჯგუფის საგანგებო სხდომას ასევე ესწრებოდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ომიტეტის პოლიტბიუროს წევრი ვან ხუნინი, რომელიც სამუშაო ჯგუფში თავჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.

ჩინეთის ეფექტურმა მოქმედებებმა მისცეს მსოფლიოს დრო, რომ შეაჩეროს ეპიდემია და უფრო მეტი ადამიანი დაიცვას ვირუსისგან

ჩინეთი აგრძელებს საერთო ნაციონალურ ბრძოლას ახალი ტიპის პნევმონიის წინააღმდეგ, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ნათლად განაცხადა, რომ ახალი ტიპის დაავადება საფრთხეს უქმნის მთელს პლანეტას, რის გამოც მეტად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო გაერთიანდეს ჩინეთთან ერთად ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩინეთის მიერ გატარებულმა ოპერატიულმა და ეფექტურმა კონტროლისა და პროფილაქტიკის ყოვლისმომცველმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ვირუსის გავრცელება საზღვრებს გარეთ. თუმცა, ნათელია, რომ ვირუსმა არ იცის ნაციონალური საზღვრები და ადამიანების მაცობრივი გადაადგილების გამო მისი გავრცელების არელია მაინც იზრდება.

დღეის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 18 ქვეყანაშია დაფიქსირებული, სწორედ ამიტომაც ჩინეთს სჭირდება მთელი მსოფლიოს გვერდში დგომა, რათა მოხდეს ვირუსის დამარცხება ერთობლივი ძალებით.

საიმისოდ, რომ მაქსიმალურად აღკვეთილიყო ვირუსის გავრცელების შემთხვევები, უხანმა განახორციელა გადამჭრელი და უმკაცრესი ზომები - "ქალაქის დახურვა" ყველაზე მაღალ დონეზე. გამოყენებულია ყველაზე მკაცრი ზომები, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ეპიდემიის ზონაში და მის გარეთ ადამიანების გადაადგილება და ვირუსის გავრცელება.

მსგავსი განსაკუთრებული ზომები რომ არ ყოფილიყო შემოღებული, უხანის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძის მთელი ჩინეთისთვის, იქნებოდა შესაძლებლობა მასობრივი კონტაქტისა ადამიანთა დიდ მასებს შორის, რაც ეპიდემიის გავრცელების რისკებს კიდევ უფრო გაზრდიდა, არამარტო ჩინეთში, არამედ მის გარეთაც.

ჩინეთის მიერ მიღებულმა გადამჭრელმა ზომებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ვირუსის გავრცელების შეზღუდვაში, რამაც თავიდან უნდა აგვაცილოს მსოფლიო ეპიდემია.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტან დესაიმ განაცხადა, რომ არა ჩინეთის მთავრობის მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული ძალისხმევა საკუთარი და მსოფლიოს ხალხების დასაცავად, ახლა გაცილებით უფრო მძიმე ვითარება გვქნებოდა და მთელს მსოფლიოში დაავადების გაცილებით მეტი შემთხვევა გვექნებოდა.

ჩინელმა მეცნიერებმა ეპიდემიის აღმოჩენა უმოკლეს ვადებში შესძლეს, გამოავლინეს მისი წყაროები და მოახდინეს ახალი კორონავირუსის იზოლირება. ხოლო დაავადების თავისებურებებზე და ტენდენციებზე დროულად მიაწოდეს ინფორმაცია მთელს მსოფლიოს. ამასთან ერთად, მუდმივად უზიარებენ გამოცდილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიმდინარე დინამიკის შესახებ.

ჩინეთის ეფექტურმა მოქმედებებმა მისცეს მსოფლიოს დრო, რომ შეაჩეროს ეპიდემია და უფრო მეტი ადამიანი დაიცვას ვირუსისგან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახდენს ვირუსზე რეაგირების ოპერატიულ კორექტირებას იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც რეგულარულად ღებულობს ჩინეთიდან და ადგილზე ვიზიტების შედეგად.

 მსოფლიო დროულად იგებს ინფორმაციას ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ შესაძლებლობებზე. ამის წყალობით პლანეტის რეგიონებმა და სახელმწიფოებმა განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიებები და სერიოზულად მოემზადნენ ეპიდემიის პროფილაქტიკისთვის.

ჩინეთმა წარუდგინა სამყაროს ეპიდემიასთან ბრძოლის მოდელი - ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეფექტური მმართველობის წყალობით მობილიზებულია ათეულობით ათასი მედიკოსი კორონავირუსთან საბრძოლველად და მიმდინარეობს სულ უფრო მეტი ადამიანის მობილიზება ეპიდემიის შესაჩერებლად.

ჩინეთის მიერ ეპიდემიაზე ოპერატიული და ეფექტური რეაგირება, ეს არის ნაციონალური თავდაცვის ახალი მოდელი, რომელიც შესაძლოა სხვა სახელმწიფოებმაც გამოიყენონ.

"მართლაც მეტად შთამბეჭდავია ჩინეთის პოლიტიკური ლიდერების უშუალო მონაწილეობა საერთო ნაციონალურ ბრძოლაში ეპიდემიის წინააღმდეგ და მე რეკომენდაციას გავცემდი, რომ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებსაც ჰქონდეთ მსგავსი პოლიტიკური ლიდერობა და თავდადება ნაციონალური ინტერესების დასაცავად" - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტან დესაიმ.

ეპიდემია - ეს არის გამოწვევა მთელი სამყაროსთვის და ჩვენ ვალდებული ვართ ის დავამარცხოთ. ჩვენი გამარჯვება კორონავირუსზე, ეს იქნება ჩინეთის და მთელი მსოფლიოს გამარჯვება, რაც განპირობებული იქნება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძლიერი ხელმძღვანელობით და სოციალისტური სისტემის უპირატესობით, რომელსაც ჩინური თავისებურებები გააჩნია.

ჩინეთმა შეიტანა უდიდესი წვლილი ვირუსის გავრცელების აღკვეთაში მთელს მსოფლიოში. რითაც მისცა დრო პლანეტას, რომ უკეთ მომზადებულიყვნენ ეპიდემიასთან საბრძოლველად და აგრეთვე შესთავაზა ეპიდემიასთან ბრძოლის ჩინური მოდელი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×