რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) ვკითხულობდი კომენტარებს და გული სიმწრით მევსებოდა - ამის შესახებ ლევან ვასაძემ სოიცალურქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საუბრისას განაცხადა.

ლევან ვასაძე საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუკ პოსტს გამოეხმაურა, სადაც მათ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცეს.

„ამას წინათ ბიძინა ივანიშვილს მიულოცა რაგბის კავშირმა დაბადებისდღე და აღნიშნა მისი ღვაწლი ქართული და მსოფლიო რაგბის წინაშე. საზოგადოებამ იცის, რომ მე არაერთხელ დავუპირისპირდი ბიძინას ანტიდისკრიმინაციული კანონის, იმიგრაციის, მიწების უცხოელებზე გაყიდვის და ნაცების არ დასჯის გამო. როგორც არ უნდა ვაკრიტიკებდე მას მე როგორც, ანტიეროვნულ და უვარგის ქვეყნის მართველს, როგორ შეიძლება მას დავუკარგოთ ის ფაქტი, რომ საკუთარი ფულით 15 რაგბის სტადიონი ააშენა? ვკითხულობდი პოსტის ქვეშ დაწერილ დამცინავ, უხამს კომენტარებს და გული სიმწრით მევსებოდა" - განაცხადა ლევან ვასაძემ.

პრაიმ თაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×