რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) ცოტა ხნის წინ, რეჟისორი გიორგი შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვაზე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა პატრიარქის სამძიმრის წერილი წაიკითხა.

როგორც წერილშია ნათქვამი, გიორგი შენგელაიასთვის საქართველო იყო გულისტკივილი, რაც მის შემოქმედებაშიც აისახა.

„გამოვთქვამ ჩვენს გულისტკივილს, დიდი ოჯახის ცნობილი შვილისა და რეჟისორის, ბატონი გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო. საქართველო იყო მისი გულისტკივილი და ეს მის შემოქმედებაშიც აისახა. გულწრფელობით, სიკეთითა და სიყვარულით გამორჩეული ფილმები დაგვრჩა მემკვიდრეობად, როგორც სახე და მაგალითი ეროვნული სულის გამოვლინებისა. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი გიორგის უკვდავი სულისათვის",- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს 82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×