
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „მთავარ არხზე" გასულ მერაბიშვილის ინტერვიუზე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ყოფილ შს მინისტრს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ უნდა ეჩქარა, რადგან მისი პარიმრობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი ცვლლება განხორციელდა.
„ვფიქრობ, რომ მერაბიშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ უნდა ეჩქარა, მით უმეტეს გამოსვლისთანავე არ უნდა გაეკეთებინა იმიტომ, რომ მისი არყოფნის პერიოდში ბერი რამაა შეცვლილი, შესაძლოა პატიმრობის დროს ეს არ მოჩანდა, მაგრამ საერთო ჯამში ბერი ცვლილებაა და ჯერ უნდა გაეაზრა სანამ ამ განცხადებებს გააკეთებდა.
„ვერ ვიტყვი, რომ როდესაც ეს განცხადებები გააკეთა გინდა პოლიტიკური პარტიების და გინდაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მაჯისცემას გრძნობდა.
„არცერთი პირობა არ არსებობს საიმისოდ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდეს, ერთგვარად ვფიქრობ, რომ ეს მესიჯი თავიანთი ელექტორატისთვისაა გათვლილი, რომ მათში მუხტი და ოპტიმიზმი არ შეანელონ და არა გარე მსჯელობისა, ამიტომ მერაბიშვილი ან ხელისუფლებასთან უნდა იყოს თანამშრომლობაში, რომ რაღაცა გააკეთოს ან კიდევ ის იმდენად დიდი ავტორიტეტი უნდა იყოს, რომ მის შეხედულებებს, შეფასებებს, ეს დარგობრივი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რაიმე რეზონანსი მოჰყვეს.
„ვფიქრობ, რომ მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ საკუთარი ამბიციები თანამდებობაზე არ აქვს, ეს ერთგვარი მესიჯი იყო და არა რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის განცხადება, იმიტომ რომ არანაირი ამის პირობა არ ჩანს, მით უმეტეს იქ არ ჩანს თუ რომელ პარტიასტან აპირებს თანამშრომლობას და კიდევ უფრო არ ჩანს თუ ხელისუფლებაში რომელი პარტია მოდის.
„ჩვენ პოლიტიკური ინტრიგები გვაკლია, ყველაფერი ძალიან პროგნოზირებადი გახდა და მისი გამოსვლა პირველი პერიოდის შეფასებები შეიძლება,რომ პოლიტიკურ ინტრიგად ჩავთვალოთ, ამიტომ შეიძლება მისადმი ინტერესი იყოს, მაგრამ გააჩნია ეს ინტერესი რა ტიპის იქნება.
„ვფიქრობ, რომ მერაბიშვილის ფაქტორმა შესაძლოა გაერთიანებული ოპოზიციის დაშლის კონტექსტი უფრო შექმნას, იმიტომ ,რომ ვიღაც ვირაცეები ძალიან მკაცრ შეფასებას აკეთებენ მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი სუბიექტებიც, ამიტომ თუ შიდა კომუნიკაციებში ეს პროცესი არ მოგვარდა, ამ ეტაპზე ოპოზიციის ინტეგრირებისთვის პოზიტიური კლიმატის შექმნა ვფიქრობ, რომ არ შეუძლია."-განაცხადა მან.
იგი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილს დღეს მერაბიშვილს პოლიტიკაში განსაკუთრებული როლის თამაში არ შეუძლია, რადგან წინა ხელისუფლების ნეგატიური კონტეატსი მის მიმათ ჯერ კიდევ არის.
„რატომღაც მთელი ნეგატიური ყურადრება მხოლოდ მერაბიშვილის პერსონის მიმართ აკუმულირდა, თითქოს წინა ხელისუფლებაში პროცესებს მხოლოდ იგი განაგებდა და სხვა პასუხისმგებელი სუბიექტები არ არსებობენ, ამიტომ ჯერ მას განსაკუთრებული როლის თამაში არ შეუძლია, იგი რაც უფრო მეტ ადამიანს დაეკონტაქტება და გააცნობიერებს თუ რა ხდება დღევანდელ საქართველოში,წინ ძალიან ბერი დილემა დახვდება.
„თუ იგი „ნაციონალურ მოძრაობაში" მოღვაწეობას გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილზე მეტი ეფექტის შექმნა შეუძლია ?ვფიქრიბ, რომ არა! მთელი ეს წლები პარტია ცდილობდა, რომ სეართო ოპოზიციურ სივრცეში ინტეგრირებულიყო, დღეს ის საერთო კონტექსტში გამოდის და მერაბიშვილის ფაქტორი ამ საერთო კონტექტს შეუწყობს ხელს თუ გათიშავს? არის რისკი იმისა, რომ გათიშოს და „ნაცმოძრაობა" კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში ჩავარდეს.
„მერაბიშვილს „ევროპულ საქართველოში" უფრო მეტი პერსპექტივა აქვს იმიტომ, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის" რაღაც მცირე ნაწილი გადააჰყვეს და შესაძლოა ეს ხმები ეფექტურიც აღმოჩნდეს."-განაცხადა გამზარდიამ.
ვანო მერაბიშვილი „მთავართან" ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურობას გეგმავს, თუმცა მას რომელიმე მაღალ თანამდებობაზე პრეტენზია არ აქვს, იგი მიიჩნევს, რომ ყოფილი პემიერ მინისტრი ძველ თანამდებობას არ უნდა დაუბრუნეს და მეტიც მასზე დაბალი თანამდებობაც არ უნდა დაიკავოს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „მთავარი არხის" ეთერში ციხიდან გაყვანისა და ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრის დეტალების შესახებ ისაუბრა.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მას საქართველოს ტერიტორიის დატოვება შესთავაზეს, თუ აღიარებდა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა.