ია აბულაშვილი
21.02.2020

"არ მგონია, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დარუნებამ რაიმე არსებითი ცვლილება შეიტანოს ერთიანი ოპოზიციის კონფიგურაციაში ან პოზიციაში. დღეს მთავარი არის ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა, რადგან ხელისუფლების შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცალცალკე მოელაპარაკოს პარტიებს, ეს არის კარგი მესიჯი ოპოზიციისთვის, რომ არ უნდა დაიშალოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

"ვანო მერაბიშვილი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ალბათ წავა კიევში და შეხვდება სააკაშვილს, ასევე მოლაპარკებებს გამართავს თავისი პარტიის წევრებთან და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ის ალბათ უნდა იყოს ან "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან "ევროპულ საქართველოსთან", რადგან ამ ორი პოლიტიკური ძალიდან არ გამოსული. რაც შეეხება გაერთიანეულ ოპოზიციას, არა მგონია, რომ მერაბიშვილმა რაიმე არსებითი ცვლილება შეიტანოს ერთიანი ოპოზიციის კონფიგურაციაში ან პოზიციაში.

დღეს მთავარია, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთობა, რადგან ხელისუთლების შეთავაზება, ცალ-ცალკე მოელაპრაკოს პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არის კარგი მესიჯი ოპოზიციისთვის და დასტური იმისა, რომ ხელისუფლებას ეშინია და არ უნდა დაიშალონ. რა თქმა უნდა ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს არსებული ბზარები ოპოზიციაში, თუ ოპოზიცია ამის საშუალებას მისცემს, ეს იქნება "ოცნების" დამსახურებული გამარჯვება.

არავის აქვს უფლება აკურძალოს პარტიებს ცალ-ცალკე მოლაპარაკება, ცალცალკე მოლაპრაკება არ არის პრობლემა, პრობლემა არის რაზე შეთანხმდებიან. მე ვურჩევდი ოპოზიციას, რომ არ დათანხმდეს ცალ-ცალკე არჩევნებზე გასვლას, რადგან "ოცნებისთვის" მთავარი არის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი ოპოზიციის წინაშე მარტო არ დარჩეს. ასევე ვურჩევდი ოპოზიციას თავი შეიკავოს 4 აპრილს დანიშნულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირები ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას, რადგან თუ ვერ შეძლებს ხალხის მობილიზებას, ეს მათ წინაღმდეგ იმუშავებს. ვფიქრობ, რომ მასშტაბური აქცია არ იქნება, ან რაიმე არეულობა, რადგან საქართველოში აღარავის უნდა დესტაბილიზაცია. საქართველოში დასრულდა ხელისუფლების დამხობა, ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს," - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×