
ასტროლოგი ხათუნა ნოელი 10 მარტამდე პერიოდის ასტროლოგიურ მომოხილვას გვთავაზობს, რა დროის განმავლობაშიც მერკური რეტროგრადული იქნება. რა ცვლილებებს, შეფერხებას ან შოკისმომგვრელ მოულოდნელობას უნდა ელოდეთ ამ პერიოდში?
"მერკური, მთვარის მერე ყველაზე სწრაფად მოძრავი ციური სხეულია ჩვენს მზის სისტემაში, მასზე დაკვირვებით, ჩვენ შეგვიძლია წვრილ-წვრილ სწრაფად ცვალებად მოვლენათა კალეიდოსკოპს მივადევნოთ თვალი ჩვენს ცხოვრებაში. მერკურის მიერ წარმოქმნილი მოვლენები ძირითადად ისეთ ამბებს ეხება ხოლმე, რომლებიც გვაიძულებენ დავფიქრდეთ და ინტელექტუალურად განვვითარდეთ.
მერკურის ტრანზიტები განსაკუთრებით ყურადსაღები ხდება მაშინ, როდესაც ეს პლანეტა რეტროგრადულ ფაზაში გადადის. მას ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს ბევრი თავსატეხი, რადგან ამ პერიოდებში მატულობს შეცდომათა რაოდენობა, დოკუმენტების უკან მობრუნების ალბათობა, შეფერხებები ინტერნეტის და სხვა კავშირგაბმულობების სისტემათა მუშაობაში, ტექნიკის გაუმართაობა. ასეთი რამ ყოველ წელიწადს დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ ხდება და 3-კვირიან პერიოდს მოიცავს.
17 თებერვლიდან მერკურმა ფაზა შეიცვალა და რეტროგრადული გახდა.
მერკურის რეტროგრადულობის გავლენა, პრაქტიკულად, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ამ პერიოდებში ყველაფერი, რაც გარშემო გვაკრავს, არასწორად აღიქმება - თითქმის ისე, როგორც "მრუდე სარკეში". ჩვენ ვერ ვფლობთ სრულ/სრულყოფილ ინფორმაციას, მხედველობის არიდან გვისხლტება მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა შესახებ ვგებულობთ მოგვიანებით, მერკურის დირექციულობის დროს.
მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზეც. ამ დროს შესამჩნევად გვიქვეითდება კონცენტრაციის უნარი, გაფანტულები, უყურადღებოები და გულმავიწყები ვხდებით. შედეგად, შესაძლოა გამოგვრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შემდგომ ათასნაირი გაუგებრობის მიზეზი ხდება. ასევე უფრო ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. იკლებს პასუხისმგებლობის გრძნობაც.
ამ პერიოდში არ ღირს ახალი მობილურების შეძენა, სამსახურის დაწყება, სამოგზაუროდ წასვლა, სერიოზული კონტაქტების დამყარება. ყველაფერი ეს საკმაოდ მოკლევადიანი შეიძლება აღმოჩნდეს და მერკურის დირექტულ ფაზაზე დაბრუნებისთანავე აღმოვაჩინოთ ხარვეზები და პრობლემები. არც მოგზაურობის წამოწყებაა სასურველი. შესაძლოა ჩვენი მარშრუტი არცთუ სასიამოვნო, ან სულაც სახიფათოც გამოდგეს.
ამ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები ვერ გაამართლებენ ჩვენს იმედებს, ან გაიწელებიან დროში უაზროდ. იმდეგაცრუება გველის ასევე რეტროგრადული მერკურის დროს დაწყებულ ახალ ნაცნობებთან დაკავშირებითაც.
მერკურის რეტროგრადულობა 17 თებერვალს დაიწყო და 10 მარტს დასრულდება", - წერს ასტროლოგი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე