
"საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა - ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა.
ქუთაისში პარლამენტის გადატანა, ეს იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის. ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს, და საქართველო უნდა იყოს ძლიერი როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად... ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო იმერეთის, სამეგრელოს და ზოგადად დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას, სვანეთის სწრაფი განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას.
ივანიშვილს უნდა, ეს ყველაფერი გააჩეროს და მოსპოს, იმიტომ, რომ მისი ამოცანაა სუსტი, გავერანებული საქართველო.
დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე