თამარ შუკვანი
22.02.2020

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ. კონკრეტულად რას გულისხმობდა კულბაშვილი, ამაზე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელ ხასო ხანგოშვილს ინფორმაცია არ აქვს.

„საერთოდ არ მქონია რაიმე ურთიერთობა, ამ საქმეზე მალხაზს ჩემთან არ ულაპარაკია. დიდი ხანია არც მინახავს. კილაძეს ყველა იცნობთ, მე მაგალითად არ მქონია მასთან რაიმე ურთიერთობა," - უთხრა ხანგოშვილმა „რეზონანსს."

ხანგოშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილის კიევში გამგზავრების შესახებ გამოცემისგან შეიტყო და გაუკვირდა, - პირს, რომელსაც საზღვარგარეთ წასვლა ეკრძალებოდა, როგორ გაემგზავრა.

„არც ვიცოდი, თუ გაემგზავრა. ერთი რამ ვიცოდი, რომ საზღვარგარეთ გასვლას უკრძალავდნენ. ვოლსკის განცხადებით, არცერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ უნდა შეუშვანო, ანუ, პირდაპირ სახელმწიფო ტერორიზმს ქადაგებს ეს კაცი და როგორ გაუშვეს, ესეც კი მიკვირს სხვათა შორის," - განაცხადა ხანგოშვილმა.

„რეზონანსის" კითხვაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა თუ არა, ხანგოშვილმა დასძინა:

„ვერ გეტყვით. თუკი გაემგზავრა, რაღაცა მიზანი ხომ ექნება. სააკაშვილს შეხვდება თუ არა, ამას რაიმე მნიშვნელობა არ აქვს მისი საქმისათვის. ეს ჩემი ღრმა რწმენით ასეა. წარმოდგენა არ მაქვს რისთვის წავიდა. გაემგზავრა თუ არა, ესეც თქვენგან გავიგე პირველად. ინფორმაცია არ მაქვს," - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×