
„ბოკერიას მზემ, ბოკერია იტყვის და ის დაალაგებს ამ სიას? ვინ მისცემს უფლებას ნათაღლითარი სია დაამტკიცოს. ვინ ვის დააყენებს, მაგასაც ვნახავთ. სირცხვილი და თავის მოჭრა, სადღაც-სადაღაც რომ დაცუნცულებენ და ვაჭრობენ. ჯერ არანაირი სია არ არის დამტკიცებული. ის კი არა, შეხვედრაზე მისულმა ორმა პარტიამ, სახელს არ დავასახელებ, საერთოდ არ იცოდა, თუ სია დგებოდა", - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია „გვარების დონეზეა მისული", თუ რომელი საერთო კანდიდატს დაააყენებს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში.
„თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და არჩევნებს ამ სისტემით ჩაატარებენ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. 13 მაჟორიტარულ ოლქში, საკვანძო ადგილებში მოხდება კოორდიირება. ჩვენ გვარების დონეზე ვართ მისული საკვანძო ადგილებზე თბილისთან დაკავშირებით", - აცხადებს გიგა ბოკერია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოპოზიცია თბილისში, მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის კანდიდატურის დაყენებას აპირებს. რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისში ნინო ბურჯანაძის კანდიდატურიის, ფოთში ეკა ბესელიას, სამეგრელოში თინა ბოკუჩავას და ა.შ.
„არავითარი სია არ არსებობს, ჯერ არავინ არაფერზე შეთანხმებულა, ბოკერია რომ ამბობს. ბოკერიას მზემ, ბოკერია იტყვის და ყველაფერი ისე დალაგდება? ვინ ვის სად დააყენებს, მაგასაც ვნახავთ. არავინ არ მისცემს უფლებას ნათაღლითარი სია დაამტკიცოს და ის შესთავაზოს ხალხს. სირცხვილი და თავის მოჭრა სადღაც-სადღაც რომ დარბიან და ვაჭრობენ. მე, თაკო ჩარკვიანი, ნამდვილად არ ვაპირებ თაღლით ხალხთან ერთად შევიდე პარლამენტში. ეს რომ მდომოდა, ამ 27 წლის განმავლობაში როგორმე მოვახერხებდი. ამ ბებერ თაღლითებს ქვეყანას ხელში ვერ ჩავუგდებთ, როცა ამდენი პატიოსანი და პერსპექტიული ახალგაზრდა იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად.
„პროცესი რომ არ დაზიანდეს, წინასწარ არაფერს ვიტყვი და არანაირ ინფორმაციას არ გავცემ, მაგრამ, რა სიაზეა ლაპარაკი, როცა ოპოზიციის შეხვედრაზე მისულებმა, არ დავასახელებ, ორმა პარტიამ საერთოდ არ იცოდა, რომ სია დგებოდა?! მაგრველაშვილს ელოდებოდნენ და არ მივიდა; "ლელო" საეროთდ აპირებს პატარა გამიჯვნას, ნახეთ რა განცხადებებს აკეთებს. კუკავას ხელისუფლებამ შესთავაზა მოლაპარკება და რამდენადაც ვიცი, შეხვდა კიდეც. „გირჩი" უკვე იყო მოლაპარაკებაზე. მომავალი კვირიდან კი ახალ წარმოუდეგნელ სიურპრიზებს ნახავთ", - განაცხადა „მთელ კვირასთან" თაკო ჩარკვიანმა.