რეზონანსი
22.02.2020

 ნათია ფანჯიკიძე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა" და კომპანია „ევროპაბეთს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, კაზინოს მიერ დაფინანსებული პაციენტის თერაპიაზე რომ დავთანხმდით, რეაქცია ორნაირია: პირველზე ვთანხმდებით, - შავი იუმორის ჟანრს წააგავს. მეორეზე ყველა ვერ ვთანხმდებით, მაგრამ მე დადებით მხარეებს ასე ვხედავ: დაავადების პირველივე, ადრეული სიმპტომის შენიშვნისთანავე თუ მოგვმართავს ადამიანი, აღარც სახლს დაკარგავს და აღარც თავს. დაგვიანებული, დამძიმებული ფორმით თუ მოგვმართავს, გადავარჩენთ კიდევ უფრო დამძიმებას და ხშირად სიცოცხლეს. მართალია, კაზინოს რეკლამა და პიარი უნდა, რომ კეთილი და გულშემატკივარია, მაგრამ ამავდროულად, თერაპიის ცენტრთან მემორანდუმის გაფორმებით გამოსდის „დაავადების რეკლამაც", - კაზინო და დაავადება წყვილდება ტვინში, როგორც ასოციაციური კავშირი, რომელსაც თავად კაზინო აღიარებს. რათქმაუნდა, ეს ჰგავს სიგარეტის კოლოფზე წარწერას, „მოწევა კლავს", რომელმაც ჩემზე ვერ გაჭრა, მხოლოდ მაბრაზებს, მაგრამ ბევრ ადამიანზე იმოქმედა. კამარა იმუშავებს პრევენციაზეც, ინფორმირების და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებით. რა თქმა უნდა, ჯობდა დონორობის სურვილი გამოეთქვა ფარმაბიზნესს ან რძის და ყველის ქარხანას, მაგრამ არ გამოუთქვამთ. კამარაში ფასიანი თერაპია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ძალიან ხშირად გვწერდნენ გვერდზე უკმაყოფილო ადამიანები, რატომ არ არის უფასო სერვისიო, რადგან თვის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნაში სხვა ყველაფერთან შედარებით ძვირი არაა, მაინც ძვირია ბევრისთვის. კაზინო ზუსტად იმდენს იხდის პაციენტისთვის, როგორი ტარიფიცაა ჩვენთან და არცერთი თეთრით მეტს. ამდენად, კამარა ამ მემორანდუმით არ მდიდრდება, მხოლოდ საშუალება გვეძლევა ბევრი ადამიანი მივიღოთ უფასოდ", - წერს სოციალურ ქსელში „კამარას" ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×